Friday, January 16, 2015

ჯუზეპე ვერდი

ვერდი დაიბადა 1813 წლის 10 ოქტომბერს ჩრდილოეთ იტალიის პატარა სოფელ ლე-რონკოლეში, ქალაქ ბუსეტოს მახლობლად. მამამისი მიკიტანი იყო, სოფლის სამიკიტნოს პატრონი, რომელსაც ძალიან მცირე შემოსავალი ჰქონდა გაჭირვებით ინახავდა ოჯახს. შვიდი წლის ასაკში ის ადგილობრივი წესის მიხედვით სოფლის ეკლესიას ემსახურებოდა წირვის დროს. აქ მან პირველად მოუსმინა ორღანს. ამ შთაბეჭდილებით აღელვებულმა ვერდიმ თხოვნით მიმართა მშობლებს, ესწავლებინათ მისთვის მუსიკა.მამამ იშოვა ძველი სპინეტი, და თავისი ვაჟის მასწავლებლად ეკლესიის ორღანისტი ბაისტროკი მოიწვია. ბუსეტო.სამი წლის მანძილზე სწავლობდა ჯუზეპე ბაისტროკისთან და იმდენად კარგად დაეუფლა სპინეტის დაკვრას, რომ მის მასწავლებელს უკვე მეტი არაფრის მიცემა შეეძლო მისთვის,როდესაც ბიჭს 12 წელი შეუსრულდა, მამამ ის ქალაქ ბუსეტოში (მილანის მახლობლად) გააგზავნა ქალაქის სკოლაში სასწავლებლად. იმავე დროს ის განაგძობდა მუსიკაში მეცადინეობას, თან ორღანისტად მუშაობდა გარდაცვლილი ბაისტროკის მაგივრად. ეს იყო მკაცრი ბავშვობა: უაღრესად მცირე ხელფასი, თავისრჩენის შესაძლებლობას ძლივს რომ იძლეოდა, ღამით ბუსეტოდან ლე-რონკოლემდე გზის გავლის სიძნელე და საშიშროება. ბუსეტოში ვერდი ვაჭარ ბარეცის კანტორაში მოეწყო სამუშაოდ. ანტონიო ბარეცი მოწინავე, განათლებული და მუსიკისდიდი მოყვარული ადამიანი გახლდათ. ის ქალაქის ფილარმონიული საზოგადოების თავმჯდომარე იყო, ორკესტრში უკრავდა ფლეიტაზე. ვერდის მოუხდა ბარეცის სახლში ორკესტრის რეპეტიციებზე დასწრება, ნოტების გადაწერა, არანჟირება, ორკესტრში დიდ დოლზე დაკვრა. აქ ვერდი გაეცნო ჰაიდნის,როსინის და სხვა კომპოზიტორების ზოგიერთ ნაწარმოებს. ფილარმონიის ორკესტრს ფერდინანდო პროვეზი დირიჟორობდა, მან მიაქცია ყურადღება ჭაბუკ ვერდის არაჩვეულებრივ ნიჭს და დაიწყო მასთან მეცადინეობა. ვერდის დიდი წარმატებები ჰქონდა და შეეძლო კიდეც საჭიროების შემთხვევაში პროვეზისშეცვლა. მიუხედავად იმისა რომ ბუსეტოს მოსახლეობა იცნობდა და აფასებდა ვერდის, თვითონ არ აკმაყოფილებდა პატარა ქალაქის ამყაყებული, პროვინციული ცხოვრება. ვერდის იზიდავდა მილანი, ჩრდილოეთ იტალიის უდიდესი ქალაქი, სადაც მუსიკალური ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, სადაც იყო განთქმული საოპერო თეატრი ლა სცალა. და შესაძლებელი იყო კონსერვატორიაში სწავლასთან ერთად საკუთარ ხელოვნებაში სრულყოფის მიღწევა.ვერდის ოცნებების ასრულებაში ბარეცი და პროვეზი დაეხმარ- ნენ,რომლებმაც მას გამოუსარჩლეს ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის სტიპენდია ორი წლით. მილანის კონსერვატორიაში შესვლის ცდა. 1831 წელს 18 წლის ვერდი მილანში ჩავიდა და გამოცდები ჩააბარა კონსერვატორიაში. მილანის კონსერვატორიის დირექტორმა ფრანჩესკო ბაზილიმ გულცივმა პედანტმა და რუტინერმა უარი უთხრა ვერდის მიღებაზე, დაიმოწმა რა მისი პროფესიული შეუფერებლობა. შესანიშნავი მუსიკოსი, რომელმაც სახელი გაუთქვა იტალიურ მუსიკას მთელ მსოფლიოში, აღმოჩნდა კონსერვატორიის კედლებს მიღმა, იმ დროს, როცა აქ სწავლობდა და განათლებას ღებულობდა მრავალი საშუალო ნიჭის მქონე ადამიანი, რომელთა სახელები საერთოდ არ შემორჩა შთამომავლობას. კონსერვატორიის გარეთ დარჩენილი ვერდი მილანში კერძოდ მეცადინეობდა ცნობილ და ავტორიტეტულ მუსიკალურმოღვაწესთან ვინჩენცო ლავინიასთან, რომელმაც შეძლო ვერდის ნიჭის დაფასება და მისთვის სწორი მიმართულების მიცემა. ლავინია საოპერო კომპოზიტორი, მილანის საოპერო თეატრის La Scalla- დირიჟორი და შესანიშნავი პედაგოგი იყო. მისი ხელმძღვანელობით ვერდი მოკლე დროში დაეუფლა საკომპოზიტორო ოსტატობის საფუძვლებს და შეისწავლა იტალიური და საზღვარგარეთის კლასიკის შესანიშნავი ნაწარმოებები. მეცადინეობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ლავინია წერდა ბარეცის: “თქვენი სტიპენდიანტი, მალე თავის სამშობლოს სიამაყეიქნება. ვერდის შემდგომ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი, როგორც დირიჟორის შემთხვევით დებიუტს: ჰაიდნის ორატორიისსამყაროს შექმნისრეპეტიციის დროს მას მოუხდახელმძღვანელის შეცვლა; მან იმდენად წარმატებით გაართვა თავი ამოცანას რომ დაავალეს კონცერტის დირიჟორობა. ვერდის გამოსვლას ისეთი ბრწყინვალე წარმატება ხვდა წილად,რომ მას აქვე დაუკვეთეს ცანტატა და ოპერაობერტო, გრაფი ბონიფაჩიოსსახელწოდებით. თუმცა ის მალე ბუსეტოში ბრუნდება გარდაცვლილი პროვეზის ადგილის დასაკავებლად, რათა ამგვარად აენაზღაურებინა მისთვის მიცემული სტიპენდია. ადგილობრივი წესის მიხედვით ფილარმონიური საზოგადოების დირექტორი ამავე დროს ტაძრის ორღანისტიც იყო. ამ ორ თანამდებობას ათავსებდა პროვეზიც. მაგრამ ვერდის ორღანისტად დანიშვნას ტაძარში მტკიცედ აღუდგა წინ საეკლესიო წრეები, რომელთა უკმაყოფილებაც გამოწვეული იყო ვერდის სასულიერო ნაწარმოებების ზედმეტად საერო ხასიათით. მიუხედავად ამისა, ვერდი ბევრს და ინტენსიურად მუშაობდა ფილარმონიულ საზოგადოებაში: დირიჟორობდა კონცერტებს მეცადინეობდა მომღერლებთან, წერდა მუსიკას. 1836 წელს ვერდი დაქორწინდა თავისი მეგობრის და მფარველის ბარეცის ქალიშვილზე მარგარიტაზე. ორი წლის შემდეგ ის ცოლთან და ორ შვილთან ერთად საბოლოოდ გადასახლდა მილანში, სადაც ჩამოიტანა თავისი პირველი ოპერისობერტო”- დამთავრებული პარტიტურა. მილანში ვერდი ცდილობს დადგას თავისი ოპერა, თუმცა ეს არც ისე იოლი საქმე იყო. ლავინია რომელსაც შეეძლო მისთვის დახმარების აღმოჩენა, გარდაიცვალა, ვერდიმ საგრძნობლად დაკარგა კავშირი მილანის მუსიკალურ და თეატრალურ სამყაროსთან ბუსეტოში ცხოვრების დროს. მხოლედ 1839 წლის ნოემბერში თეატრ La Scalla-ში შედგა ოპერაობერტო”- დიდი ხნის ნანატრი პრემიერა. 1840 წლის დასაწყისში ვერდის მოუხდა საშინელი პირადი ტრაგედიის გადატანა: მას მოუკვდა ცოლი და ორი შვილი. “მე მარტო ვიყავი! მარტო! – სასოწარკვეთილებით წერდა ის ორი თვის მანძილზე სამი ძვირფასი არსება გაჰქრა სამუდამოდ. აღარ მქონდა ოჯახი! ამ საშინელ ტანჯვაში აღებული ვალდებულება, რომ შემესრულებინა, უნდა შემეთხზა და დამემთავრებინა კომიკური ოპერა!”-ეს იყო ოპერაცრუ სტანისლავი”, რომელსაც წარმატება არ მოჰყოლია, სწორედ იმ მიზეზის გამო რადგანაც ვერდის სულიერი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. 1842 წლის გაზაფხულზე ის დგამს ოპერანაბუქოსსოლეღას ლიბრეტოზე. 1843 წლის დასაწყისში შედგა იმავე სოლერას ლიბრეტოზე დაწერილ ოპერალომაბარდიელები”. ეს ოპერები დიდი წარმატებით დაიდგა. 40-იანი წლების მანძილზე ვერდი წელიწადშიერთ ან ორ ოპერას ქმნიდა. ისინი არ არიან თანაბრად კარგი და მხატვრულად ტოლფასოვანნი, მაგრამ თითოეულ მათგანში იგრძნობა დაძაბულ შემოქმედებითი ძიებანი. 1848 წელს ლონდონში ოპერაყაჩაღებისპრემიერის დირიჟორობის შემდეგ მას შესთავაზეს ინგლისში დარჩენა ლონდონის საოპერო თეატრის დირიჟორის თანამდებობაზე, მაგრამ იგი უარს ამბობს ამ წინადადებაზე, მიემგზავრება პარიზში ოპერალომბაღდიელებისდადგმის გამო. 1848 წლის რევოლუციის დროს ვერდი პარიზში იმყოფება. მან გაიგო იტალის სხვადასხვა მხარეების აჯანყების შესახებ და მილანს მიაშურა. ვერდის უნდოდა თავის ხალხთან ყოფნა, ღრმად განიცდიდა მის ბრძოლას ავსტრიელ მჩაგვრელთა წინააღმდეგ და თანაუგრძნობდა მაძინის და გარიბალდის რევოლუციურ მოღვაწეობას. სხვა იტალიელ რევოლუციონერებთან ერთად მან მოწოდებით მიმართა საფრანგეთის მთავრობას დახმარებოდა მებრძოლ იტალიას. 50-იანი წლების მანძილძე მან სულ 6ოპერა   შექმნა: “რიგოლეტო”—1851 . “ტრუბადური”—1853 . “ტრავიატა”-----1853 . “სიცილიის მწუხრი”---1855 . “სიმონ ბოკანეგრა”----1857 . “ბალ-მასკარადი”------1859 . 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში ვერდი განსაკუთრებით გატაცებული იყო პოლიტიკურ მოვლენებით. ესიყო იტალიის ახალი განმანთავისუფლებელი ბრძოლის გააქტიუ-რების პერიოდი. 1859 წელს ავსტრიასთან ომის შემდეგ, ვერდი იყო დაჭრილების და დაღუპულ მებრძოლთა შვილების დასახმარებლად ხელის მაწერის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მან მოაგვარა ქალაქ ბუსეტოსათვის იარაღის ყიდვის საქმე. საზოგადოებრივიდა პოლიტიკური მუშაობა აშორებდა ვერდის შემოქმედებითი მუშაობისგან. რათა მოეპოვებინა სიმშვიდე და კარგი პირობები შემოქმედებისათვის, ის ხანგძლივად ცხოვრობდა თავის ვილა სანტა აგატაში. 1859 წელს ვერდი დაქორწინდა საოპერო მომღერალ ჯუზეპინა სტრეპონისთან, რომლის სახითაც მან შეიძინა მთელი ცხოვრების მანძილზე გულწრფელი და ერთგული მომღერალი. შემდეგ ათეულ წლებში ვერდის შემოქმედება რაოდენობის თვალსაზრისით უფრო ნაკლებად ინტენსიური ხდება. 1862 წელს ოპერაბედის ძალისდადგმასთან დაკავშირებით იგი ორჯერ ეწვია რუსეთს. 1863 წელს კი ესპანეთში ამავეოპერას დადგმასთან დაკავშირებით. 1867 წელს პარიზში მიემგზავრებადონ-კარლოსისპრემიერის გამო, 1869 წელს იგი წერს ოპერააიდასრომელიც წარმატებით იდგმება 1871 წელს კაიროში. 1887 წლის თებერვალში მილანის თეატრ ლა სცალა-ში შედგა მისი ოპერაოტელო”- პრემიერა. ამ დროს იგი 74 წლის იყო. მიუხედავად ამისა იგი მხურვალედ მონაწილეობდა მის დაგმაში. 80 წლის ასაკში ის წერს კომიკურ ოპერასფალსტაფს”.1893 წელს თებერვალში მილანის თეატრში La Scalla წარმატებით დაიდგა ეს ოპერა. “ფალსტაფი”- დადგმის შემდეგ ვერდიმ რვა წელი იცოცხლა. იგი ცხოვრობდა განმარტოებით სანტა-აგატაში და ეწეოდა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობას. დააარსა რამდენიმე ფილანტროპიული დაწესებულება, ჰოსპიტალი, სახლი ღრმად მოხუცებული მუსიკოსებისათვის მილანში. ვერდი გარდაიცვალა სანტა აგატაში 1901 წლის 27 იანვარს.